ამერიკელმა და ბრაზილიელმა მეცნიერებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაადასტურეს კავშირი ალცჰეიმერის დაავადებასა და თავის ტვინის უჯრედების ინსულინისადმი მდგრადობას შორის.
მეცნიერებმა შეძლეს ალცჰეიმერით დაავადებული თაგვების მეხსიერებისა და შემეცნებითი ფუნქციის ნაწილობრივ აღდგენა, მათთვის დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების მიღებით. მეცნიერებმა ინსულინის მიმართ თავის ტვინის უჯრედების მდგრადობა ალცგეიმერის დაავადების ადრეულ დამახასიათებელ ნიშნად დაასახელეს.