ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. შს სამინისტროს პირადი შემადგენლობა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, ე.წ. შს სამინისტრო გაძლიერებულად დაიცავს ყველა "სტრატეგიულ ობიექტს" და "საარჩევნო უბანს".
"ყველა მცდელობა გართულდეს საზოგადოებრივი მდგომარეობა მკაცრად იქნება აღკვეთილი. არჩევნების დღეს 25 მარტს კი შს სამინისტროს მთელი პირადი შემადგენლობა ყაზარმულზე გადავა.
რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე დაგეგმილია რეიდებისა და პატრულირების განხორციელება", _ იუწყებიან სეპარატისტები. მათივე ინფორმაციით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში შს სამინისტროს 1000 თანამშრომელი იქნება ჩართული.