ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს მამაკაცის გამელოტების ბიოქიმიური მიზეზი. კვლევები პენსილვანიის უნივერსიტეტის სპეციალისტთა ჯგუფმა ჯორჯ კოცარელისის ხელმძღვანელობით ჩაატარა.
95%-ის შემთხვევაში, მამაკაცების გამელოტების მიზეზს ანდროგენეტიკური ალოპეცია წარმოადგენს. ამ დარღვევის დროს თმის შეთხელება და ცვენა საფეთქლისა და შუბლის მიდამოებში ხდება. ალოპეციის ასეთი ფორმა 70 წლის ასაკამდე მამაკაცების 80%-ში გვხდება.
მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა გამელოტებულ მამაკაცების, ასევე ანდროგენეტიკური ალოპეციის საწყისი სტადიის განვითარების მქონე პაციენტების თავის კანის ნიმუში. გამოსაკვლევი ქსოვილების ნიმუშებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს პროსტაგლანდინ D2-ის ჭარბი რაოდენობა. ამასთან, მელოტთა კანში ამ ნივთიერების შემცვლელობა სამჯერ მაღალი იყო, ვიდრე მამაკაცებში ვინც მელოტდებოდა.
მკვლევარებმა ლაბორატორიულ თაგვებზე მთელი რიგი ექსპერიმენტები. ჩაატარეს. კვლევის შეგედად მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ცილოვანი რეცეპტორი ბლოკავს პროსტაგლანდინ D2 -ის მოქმედებას. კვლევების ავტორების აზრით, გამოვლენილი მექანიზმი საშუალებას იძლევა შემუშავდეს ახალი მიდგომა ანდროგენეტიკური ალოპეციის სამკურნალოდ.