ქართული ღვინის ინსპექტირების სურვილის შემდეგ, რუსეთის მთავარი სანიტარი მზადაა უკრაინული ყველის წარმოებაც გააკონტროლოს.
რუსეთის მთავარი სანიტარი მზადაა თავად ჩავიდეს უკრაინაში და ყველის წარმოების ინსპექტირება განახორციელოს, რომლის იმპორტიც უკრაინულ მხარეს რუსეთში სურს.
აღსანიშნავია, რომ გენადი ონიშენკოს უწყება ცოტა ხნის უკან აცხადებდა, რომ რუსული მხარე უკრაინული საწარმოების ინსპექტირებას 26 მარტიდან დაიწყებდა.
შეგახსენებთ, რომ 29 თებერვალს უკრაინამ მსო-ს მიმართა, რათა უკრაინა-რუსეთის "ომი" დაერეგულირებინა, რადგანაც რუსულმა მხარემ ქვეყანაში უკრაინული ყველის შეტანა აკრძალა. გენადი ონიშენკომ უკრაინულ ყველს ხარისხი დაუწუნა და უკრაინულ ყველს ემბარგო გამოუცხადა.