ბრიტანელმა მეცნიერებმა სიმსივნის წინააღმდეგ ასპირინის აქტივობის ახალი მონაცემები მიიღეს. მათ გამოარკვიეს, რომ პრეპარატის მცირე დოზით ყოველდღიური მიღება შესაძლებლობას იძლევა, შეამციროს არა მარტო ავთვისებიანი სიმსივნის, არამედ მათი მეტასტაზების განვითარების რისკი.
გარდა ამისა, კიბოთი დაავადებულ პაციენტებში, ვინც რეგულარულად ღებულობდა ასპირინს, ონკოლოგიური დაავადებისგან გარდაცვალების რისკი შემცირდა.