"თამბაქოსგან ყოველწლიურად 30 წელზე მეტი ასაკის ხუთი მილიონი ადამიანი იღუპება. საშუალოდ - ერთი ადამიანი ყოველ ექვს წამში. ამაზეა საუბარი ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალ მოხსენებაში", - იუწყება გაეროს ახალი ამბების ცენტრი.
მოხსენების ავტორები აცხადებენ, რომ თუ არ იქნა მიღებული თამბაქოს ეპიდემიის წინააღმდეგ სერიოზული ზომები, ამ საუკუნის ბოლოს მოწევისგან მთელ მსოფლიოში მილიარდი ადამიანი დაიღუპება. მოხსენებაში სახელმწიფოებისთვის გადმოცემულია რეკომენდაციები თამბაქოს კონტროლზე.
მოხსენება ეხება მოწევის შედეგად სიკვდილიანობას ადამიანებს შორის, რომლებიც 30 წელზე მეტი ასაკის არიან. დღეისათვის ამ ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობას შორის სიკვდილიანობის ყველა შემთხვევიდან 12%ი თამბაქოზე მოდის. მავნე ჩვევის ყველაზე მეტი მსხვერპლი ევროპისა და ამერიკის მოსახლეობაზე მოდის.
მოხსენება ასევე შეიცავს თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული ინფექციური და არაინფექციური დაავადებების მონაცემებს,რომლებიც თავს იჩენენ რამდენიმე წლის ან თუნდაც ათეული წლის შემდეგ და ძალიან ხშირად ფატალურად სრულდება.
კვლევების შედეგების შესაბამისად, რომელიც აშშ-ის მეცნიერების მიერაა ჩატარებული, ხველება და მოწევისგან გამოწვეული სხვა რესპირატიული დარღვევები ახალგაზრდა ადამიანებში თითქმის სრულად გადის მოწევისთვის თავის დანებებიდან 2 კვირაში.