დღეს, მცირე ხნის წინ, გალის რაიონის სოფელ რეპში "ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებებს გაატარებისას" მიტოვებული სახლისა და მიწის ნაკვეთის დათვალიერებისას გალის რაიონის ე.წ. მილიციის თანამშრომლებს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუსხნეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. "მიუხედავად ამისა ბოროტმოქმედები ტყის მასივში მიიმალნენ", _ აცხადებს გალის რაიონის ე.წ. მილიციის განყოფილების უფროსი ლოურენს კოღონია.
მისივე თქმით, ამჟამად ე.წ. სამართალდამცავების მიერ დამნაშავეთა დაკავების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება მიმდინარეობს.