ფსიქიატრების კვლევებით, დადასტურდა, რომ ნათელი ფერები ქმნის პოზიტიურ განწყობას, ბრჭყვიალა საგნები და ფერები ხელს უწყობს ადამიანს, სწრაფად დააღწიოს თავი დეპრესიას. ფსიქიატრების აზრით, ყვითელი ფერი აბრკოლებს დეპრესიას, ხოლო ნარინჯისფერი ეხმარება ადამიანს, სწრაფად დაძლიოს დეპრესია.
გარდა ამისა, ნარინჯისფერი ახალი ხილი აუმჯობესებს განწყობას. ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა მანდარინი, ხურმა, გრეიფუტი, ფორთოხალი. ფსიქოლოგების აზრით, საკვებისთვის ნარინჯისფერი თეფშების გამოყენება მადას აუმჯობესებს. ასეთი ფერები აფერადებენ ნაცრისფერ დღეებს და სიცოცხლის ხალისს აბრუნებენ.
ფსიქოლოგები ურჩევენ მეტი დრო გავატაროთ მეგობრებთან, კოლეგებთან, რათა თავი დავაღწიოთ დეპრესიას. გარდა ამისა, კარგია ბუნებაში დასვენება.