აღმოჩენილია კავშირი ადამიანის მიერ აგრესიის გამოვლენასა და გარკველი ტიპის პროდუქტებს შორის, რითაც მომატებული ნერვიულობისა და გაღიზიანების მრავალი მიზეზი აიხსნება. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, აგრესის მიზეზია "ოზლობინი", რომელსაც ზოგიერთი პროდუქტი შეიცავს.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეაგროვეს 945 ადამიანის დიეტის დეტალური მონაცემები, რომლებიც ძალზე ხშირად ავლენდნენ აგრესიას და გაღიზიანებას. აღმოჩნდა, რომ ადამიანების ასეთ მოქმედებაზე პასუხისმგებელი ტრანსცხიმებია.
ამასთნ, არც ერთი მაცნე ჩვევა, არც მოწევა და არც ალკოჰოლი არ ახდენდა ისეთ ძლიერ გავლენას ადამიანის მოქმედებაზე, როგორსაც მათი გატაცება ტრანსცხიმების შემცვლელი საკონდიტრო ნაწარმებით: ტორტებით, სწრაფი კვებით, ბულიონის კუბიკებით, მშრალი სუპებით და ნახევარფაბრიკატებით. რაც უფრო მეტად მოიხმარდნენ პრაქტიკანტები ამ სახის ნაწარმს, მით მეტად ავლენდნენ უარყოფით ემოციებს, მარტივი მოუთმენლობიდან, სრულ აგრესიამდე.
ტრანსცხიმები ჩვეულებრივი მცენარეული ზეთის გაცხელების შედეგად მიიღება. მასში ჟანგბადს ატარებენ. მიღებული, დაჟანგვისადმი მდგრადი მასისგან მარგარინს - კულინარიულ ცხიმს აკეთებენ.
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანის მიერ დღის განმავლობაში მიღებული ტრანსცხიმების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მისი საერთო ენერგომოხმარების 1%-ს.