რუსეთი და აფხაზეთი ერთიან ეკონომიკურ სივრცეს შექმნიან. განცხადება ამის შესახებ აფხაზეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლად დანიშნულმა კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ალექსანდრე ტკაჩოვმა გააკეთა.
"აფხაზეთისა და რუსეთის თანამშრომლობაზე პასუხისმგებლობის აღებით, მე ყველა ღონეს ვიხმარ იმისათვის, რომ ჩვენი ხალხები უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს და პერსპექტივაში ჩვენ ერთიანი ეკონომიკური სივრცე შევქმნათ", _ განაცხადა რუსულ მედიასთან საუბარში ტკაჩოვმა.
"პრეზიდენტის ამგვარი დნობა ჩემთვის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა. აფხაზეთი ხომ ჩემთვის უკვე დიდი ხანია იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე მეზობელი რესპუბლიკა. კუბანი ხომ ძმებ-აფხაზებთან ერთად იყო ომის დღეებშიც და მას მხარი მისცა ქალაქებისა და სოფლების აღდგენის დროს", _ აცხადებს ტკაჩოვი და ასევე აღნიშნავს, რომ მას აფხაზ სეპარატისტთა გარდაცვლილ ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან მეგობრობა აკავშირებდა.
"ახალ პრეზიდენტთან ალექსანდრე ანქვაბთან კი კონტაქტი და ურთიერთგაგება მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კავშირი მხოლოდ გამყარდება", _ აცხადებს ტკაჩოვი.