საქართველოს პარლამენტი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წარმომადგენლად ოკუპირებულ აფხაზეთში კრასნოდარის მხარის გუბერნატორის დანიშვნას აპროტესტებს.
ქართველი დეპუტატები ამბობენ, რომ დიმიტრი მედვედევის შესაბამისი ბრძანებულება ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთთან ოფიციალურად მიერთებას ნიშნავს და საერთაშორისო თანამეგობრობიდან რეაგირებას ელიან.
შესაბამის მიმართვას საარეო ურთიერთობათა და სპორტის კომიტეტები ამზადებენ.
ახალ თანამდებობაზე ალექსანდრე ტკაჩოვის დანიშვნას რუსეთის პრეზიდენტმა ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერა.
"კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმისა, რომ ეს ოკუპაცია უკვე გადადის ანექსიაში ეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაა და პარლამენტის ხაზით ბუნებრივია ამაზე რეაგირება იქნება. განცხადების ტექსტი შემუშავდება ამასთან დაკავშირებით და ჩვენს პარტნიორებს რეაგირებისათვის გაეგზავნება", _ აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი.