ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ხელისუფლებამ" ახალგორის რაინის ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელი შეცვალა. კერძოდ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვადიმ ბროვცემა ახალგორის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალან ჯუსოევი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ადგილზე ნოდარ გოჩიევი დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.