ექვსი წლის კალებ პერმანის იშვიათი დაავადების შესახებ მშობლებმა სრულიად შემთხვევით - ტელევიზორის დაზიანების შედეგად გაიგეს. მთელი ოჯახი ტელეგადაცემას უყურებდა, მოულოდნელად გამოსახულება შავ-თეთრი გახდა. თუმცა ბიჭისთვის არც არაფერი შეცვლილა, რადგან ტელევიზორის დაზიანებამდე ის გამოსახულებას ფერების გარეშე ხედავდა. აღმოჩნდა, რომ კალები დაავადებულია მხედველობის დაზიანების იშვიათი ფორმით, რომელიც აჰრომატოფსის ან სრული ფერადი სიბრმავის სახელითაა ცნობილი. მსგავსი გენეტიკური დეფექტი დაახლოებით 33000 ახალშობილიდან ერთს აღენიშნება.
ეს დაავადება რადიკალურად განსხვავდება დალტონიზმისგან-დალტონიკები მხოლოდ ცუდად განასხვავებენ ფერებს და მათ ჩრდილებს. ხოლო კალებ პერმანი და მისი მსგავსი ადამიანები სამყაროს მხოლოდ შავ და რუხ ფერებში ხედავენ, ეს დაავადება დროთა განმავლობაში პროგრესს არ განიცდის და სხვა მხრივ ადამიანები აბსოლუტურად ჯანმრთელები არიან.
კალები ისევე ცხოვრობს, როგორც სხვა ჯანმრთელი ბავშვები-ის კარგად სწავლობს სკოლაში, დაკავებულია აიკიდოთი. ერთადერთი რაც კალებს მისი დაავადების გამო აწუხებს - კაშკაშა სინათლეა განსაკუთრებით მზის. სწორედ ამიტომ ბიჭი დღის უმეტეს ნაწილს სპეციალური მუქი სათვალეებით ატარებს.