მდინარე ფსოუზე მდებარე რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ახალი საავტომობილო გამშვები პუნქტი "ადლერი" გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სანაპირო დაცვის შავიზღვა-აზოვის სასაზღვრო სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ყველა აუცილებელი პროცედურის სწრაფად გავლისათვის და ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისათვის ამ პუნქტზე მოძრაობის სხვა და სხვა ზოლებია გათვალისწინებული.
"ყველა თანამედროვე საშუალებით აღჭურვილი ტერმინალი, რომელიც რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე გაიხსნა ძველი საავტომობილო ხიდის მნიშვნელოვანი განმტვირთველის ფუნქციას ატარებს. ძველმა ხიდმა თავისი თავი უკვე ამოწურა მისი გამტარიანობა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში დიდ რიგებს წარმოქმნიდა", _ იუწყება რუსული მხარე. მათოივე ინფორმაციით, საზღვარზე ქვეითთათვის განკუთვნილი ახალი ხიდიც შენდება.