რუსეთის დუმის თავმჯდომარე ბორის გრიზლოვი დარწმუნებულია, რომ უკრაინის ახლამდელი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო თავის საპრეზიდენტო პოსტს 17 იანვარს დაგეგმილ არჩევნებზე დაკარგავს. ამასთან ერთად, კი გრიზლოვის თქმით, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებიც გაუმჯობესდება.
"ვფიქრობ, ეს არავისთვის საიდუმლო არ არის _ აბსოლუტურად ობიექტური რეალობაა ის, რომ უკრაინის პრეზიდენტი შეიცვლება. მოახლეობა იუშენკოს არავითარ შემთხვევაში მხარს არ დაუჭერს",_ განაცხადა გრიზლოვმა დღეს და დასძინა, რომ იუშჩენკომ ის ხუთი წელი რომელიც მას ჰქონდა "თავისი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენა". აღნიშნული განცხადების გაკეთების გრიზლოვმა ხაზგამით აღნიშნა, რომ ეს მისი პირადი აზრია.
"უკრაინელი ხალხის სურვილის მიუხედავად, მან გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ უთანხმოება ჰქონოდა რუსეთთან. ასეთი პრეზიდენტი უკვე ვერ მიიღებს მხარდაჭერას არჩევნებში", _ აცხადებს გრიზლოვი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმედ იტოვებს, რომ ახალი პრეზიდენტის პირობებში უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაუმჯობედება, "იმიტომ, რომ მათი მეტად გაუარესება უბრალოდ შეუძლებელია".