21 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" კომპანია "რომპეტროლ საქართველო", მენეჯმენტში ცვლილებებთან დაკავშირებით, შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს.
ბოლო 18 თვის განმავლობაში "რომპეტროლ საქართველოს" დან ვოიკუ ხელმძღვანელობდა, რომელსაც კომპანიის სათავო ოფისის გადაწყვეტილებით ალექსანდრე ალბინი შეცვლის.
"რომპეტროლის" ჯგუფის მენეჯმენტში საკადრო გადაადგილებები კომპანიის მფლობელის შეცვლას უკავშირდება. 2007 წლის აგვისტოში რუმინული კომპანიის 75 % "ყაზმუნაიგაზმა" შეიძინა, ხოლო მიმდინარე წლის ივნისში დანარჩენი 25 %-ის მფლობელი გახდა.
"რომპეტროლ საქართველოს" მენეჯმენტი შეაჯამებს საქართველოში მუშაობის შედეგებს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.
„რომპეტროლი" საქართველოს ბაზარზე 4 წელია ოპერირებს. გასულ წელს კომპანიამ ქვეყნის ბიუჯეტში 40 მილიონი ლარი შეიტანა, ხოლო წელს 9 თვეში გადარიცხულმა თანხამ 50 მილიონი ლარი შეადგინა.