აფხაზი სეპარატისტები სირიაში მცხოვრები აფხაზების "სამშობლოში" გადმოსახლებისა და "დაბრუნების" პროცესის ეტაპების განსაზღვრის მიზნით მათი ანკეტირების შედეგების შესწავლას იწყებენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აფხაზეთში "დაბრუნების" მსურველთა მონაცემები იმ ადამიანმა ჩამოიტანა, რომელიც აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამასკოში სპეციალურად ამ საკითხის შესწავლად გაუშვა.
"ვიზიტის დროს შეგროვდა ინფორმაცია ჩვენი იმ თანამემამულეების შესახებ, რომლებთაც ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება სურთ. ამჟამად ანკეტირების შედეგების შესწავლა რეპატრიაციის სახელმწიფო კომიტეტი იწყებს, დაბრუნების პროცესის ეტაპების განსაზღვრის მიზნით", _ იუწყება აფხაზური მხარე.