რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს ფილიპ ლეფორს (ევროკავშირი) ანტი ტურუნენს (გაერო) და გადრიგ მერფის (ეუთო) შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან არსებული სუტიაცი მიმოიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორგი რაუნდის მოსამხადებელ სამუშაოებს.
"შეხვედრაზე რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სავალდებულოა საქართველომ აიღოს ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ მეზობელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ", _ იუწყება რუსეთის საარეო საქმეთა სამინისტრო.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 28-29 მარტს გაიმართება.