დღეს, 21 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ქ. ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში გაიხსნება რეგიონალური კონფერენცია თემაზე "აქტიური თემი".
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" განათლების სამინისტროდან აცნობეს, "სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის" შემაჯამებელ კონფერენციაზე დასავლეთ საქართველოს სკოლები პრეზენტაციებს წარმოადგენენ.
სამინისტროს ინიციატივით, პროგრამის ფარგლებში, 2007 წელს შეიქმნა ე. წ. "აქტიური თემი" რომელშიც უკვე 82 სკოლა და 7 000-ზე მეტი მოხალისეა გაწევრიანებული.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ბრიტანული ორგანიზაციის " Children High Level Group "-ის ერთობლივი პროგრამა "სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა" ბავშვთა სახლების აღსაზრდელების, შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების, დევნილი ბავშვებისა და სკოლის მოსწავლეების დაკავშირება/დამეგობრებაზეა ორიენტირებული.