თბილისი.20.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". კანადაში ქალაქ ტორონტოში 17 წლის მარიამ მახნიაშვილი დაიკარგა. მარიამ მახნიაშვილი 14 სექტემბერს გაუჩინარდა. გავრცელებული ცნობით, ის უმცროს ძმასთან ერთად „ფორესთ ჰილის" სკოლაში მივიდა. და-ძმა ერთმანეთს სკოლის შესასვლელთან დაშორდა. ამის შემდეგ გოგონა არავის უნახავს. იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2"
მარიამ მახნიაშვილი იმ დღეს გაკვეთილებს არ დასწრებია. ქართველი გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად ტორონტოს სამართალდამცავებს მესამე დონის სამძებრო ოპერაცია აქვთ გამოცხადებული.
სკოლიდან 4 კმ-ის რადიუსში მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის დაკითხვა. სამართალდამცავები აწარმოებენ შენობების ჩხრეკას.
არსებული ინფორმაციით, მახნიაშვილს არ ჰქონდა მობილური ტელეფონი, არც ფული. გოგონა ინგლისურ ენაზე ცუდად საუბრობს.
მარიამ მახნიაშვილის მშობლები, ლელა და ვახტანგ მახნიაშვილები კანადაში საცხოვრებლად 2008 წლის ზაფხულში ლოს-ანჯელესიდან გადავიდნენ და საქართველოდან ტორონტოში შვილებიც ჩაიყვანეს.