სეპარატისტულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგად აფხაზური ე.წ. 35 ადგილიანი პარლამენტისათვის მხოლოდ 13 დეპუტატის არჩევა მოხერხდა. აფხაზური ე.წ. ცესკოს ინფორმაციით, ამის გამო ე.წ. არჩევნების მეორე ტურის გამართვა იქნება საჭირო.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, სულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ამომრჩეველთა აქტიურობამ ე.წ. არჩევნების დროს 44,50 % შეადგინა. დარღვევები არ დაფიქსირებულა.
ხმის მიცემის მეორე ტური მიმდინარე თვის 24 რიცხვში გაიმართება.