ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მიოკარდიის ინფარქტი გაცილებით სახიფათოა ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ამერიკელი ქალებისთვის, ვიდრე მამაკაცებისთვის. კვლევები ჩატარდა ფლორიდის შტატის ქალაქ ლეიკლენდში, უოტსონის კლინიკაში. კვლევა ჩაატარა სპეციალისტთა ჯგუფმა, რომელსაც ჯონ კენტოუნი ხელმძღვანელობს.
კენტოუნმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს 1.1 მილიონზე მეტი ამერიკელის მონაცემები, რომლებიც 1994 წლიდან 2006 წლებში მიოკარდიის ინფარქტით იყვნენ ჰოსპიტალიზირებულნი. გამოსაკვლევთა შორის იყო 480 ათასი ქალი.
ინფარქტის დროს ქალ პაციენტებში ლეტალურმა შედეგმა 14,6 % შეადგინა, ხოლო ავადმყოფ მამაკაცებში 10,3 %. ამასთან, გულმკერდის არეში შეტევები ტკივილის გარეშე გაცილებით ხშირად 55 წლამდე ქალებში ფიქსირდება, ვიდრე იმავე ასაკის მამაკაცებში და ხანდაზმულ ქალებში.