აშშ-ში, სან დიეგოში, 6,3კგ წონის ბავშვი დაიბადა. ახლადშობილი საკეისრო კვეთის შედეგად გაჩნდა.
ამერიკული მედია აცხადებს, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე მძიმეწონოსანი ბავშვია, თუმცა მას ბევრად უსწრებს 2007 წელს, რუსეთში, ალტაის მხარეში დაბადებული გოგონა, რომლის წონაც 7კგ იყო.
აბოლუტური რეკორდსმენი კი იტალიელი ბიჭია, რომელიც 1955 წელს დაიბადა და დაბადებისას იგი 10 კგ-ს იწონიდა.