სეპარატისულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. სულ სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიაზე 35 ე.წ. საარჩევნო ოლქია გახსნილი. მათ შორის სოხუმში - 7, გაგრის რაიონში - 5, გუდაუთის რაიონში - 6, სოხუმის რაიონში - 3, გულრიფშის რაიონში - 3, ოჩამჩირის რაიონში - 5, ტყვარჩელის რაიონში - 3 და გალის რაიონში - 3. საარჩევნო უბნების რაოდენობა კი 174-ია.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დღეს დილის 08:00 საათზე გაიხსნა. აფხაზეთის 35 ადგილიან ე.წ. პარლამენტში 148 ე.წ. დეპუტატობის კანდიდატი იყრის კენჭს.
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ ე.წ. საპარლამნეტო არჩევნებზე დამკვირვებლებლებად აფხაზეთში 46 საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდა 9 ქვეყნიდან.
"აფხაზეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს 21 უცხოური და 16 ე.წ. რესპუბლიკური მედიასაშუალება აშუქებს. ცესკოს მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე აკრედიტირებულია 36 უცხოელი და 88 აფხაზი ჟურნალისტი", _ იუწყება აფხაზური მხარე.