დღეს, 10 მარტს, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები იმართება. 35-ადგილიან პარლამენტში კენჭს 148 კანდიდატი იყრის. აფხაზური მედიის ინფორმაციით, სულ თავიდანვე წამოყენებული იყო 156 ადამიანი, რომელთაგან ე.წ. ცესკომ მხოლოდ 150 დაარეგისტრირა. არჩევნებამდე ორი დღით ადრე ორმა ე.წ. კანდიდატმა თავიანთი კანდიდატურები მოხსნეს. ორივე მათგანი სომეხი ეროვნებისაა - ცუგურიანი და მარკოსიანი.
114 კანდიდატი ამომრჩეველთა საინიციტივო ჯგუფების მიერაა წარდგენილი. 24 - ე.წ. რესპუბლიკური პოლიტიკური პარტიების მიერ. აქედან 11-11 კანდიდატი წარადგინეს - "ედინაია აბხაზიამ" და "აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმმა" 6-6 კანდიდატი "კომპარტიამ" და "აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების ფორუმმა".
აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატთა შორის - 16 ქალია. მათი ეორვნული შემადგენლობა კი ასეთია: 125 აფხაზი, 9 სომეხი, 8 რუსი, 2 ბერძენი, 2 ქართველი, 1 ოსი და 1 ყაბარდოელი.
ე.წ. დეპუტატობის ყველაზე ხანდაზმული კანდიდატი 1938 წლის 1 ივნისაა დაბადებული, ყველაზე ახალგაზრდა კი 1986 წლის 8 ივლისს.