აფხაზეთმა და ტუვალუმ სოხუმში დღეს უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმებას ხელი სეპარატისტთა მხრიდან ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ლეონიდ ლაკერბაიამ, კუნძულ ტუვალუს მხრიდან კი მისმა პრემიერ-მინისტრმა ვილი ტელავმა.
ამას გარდა, ტუვალუმ და აფხაზეთმა ასევე გააფორმეს "ურთიერთგაგების მემორანდუმი ორი ქვეყნის მთავრობებს შორის". სოხუმში ასევე ასევე გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება აფხაზეთისა და ტუვალუს სავაჭრო-პალატებს შორის.
შეგახსენებთ, რომ ტუვალუმ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა გასულ წლის სექტემბერში აღიარა. რუსეთის ფედერაციამ იმდენად დიდი სიხასულით მიიღო ეს ამბავი, რომ თავადაც დაამყარა ტუვალუსთან დიპლომატიური ურთიერთობა გასული წლის ოქტომბერში.