აფხაზი სეპარატისტები აცხადებენ, რომ ხვალ დაგეგმილ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს 40 ქვეყნის საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება. აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამკვირვებლები ჩამოვლენ: რუსეთიდან, დნესტრისპირეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან, ლატვიიდან, ვენესუელიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ტუვალუდან.
ამას გარდა, მათივე ინფორმაციით, აფხაზეთში ხმის მიცემის პროცესს ასევე დააკვირდებიან დამკვირვებლები რუსეთის ფედერაციის საბჭოდან და დუმიდან, დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეიდან, ბელორუსისა და რუსეთის საპარლამენტო კავშირიდან და სხვა ორგანიზაციებიდან.
სეპარატისტული აფხაზეთის 35 ადგილიან ე.წ. პარლამენტში ადგილებზე პრეტენზიას 150 კანდიდატი აცხადებს. ე.წ. არჩევნები 10 მარტს გაიმართება.