რუსეთის დუმის სპიკერი სერგეი ნარიშკინი იმედს იტოვებს, რომ 10 მარტს სეპარატისტულ აფხაზეთში დაგეგმილი ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გამჭვირვალედ და მშვიდად ჩაივლის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, არჩევნებზე დამკვირვებლებად წარგზავნილ რუსეთის დელეგაციაში დუმის სხვა და სხვა ფრაქციების წარმომადგენლები შედიან.
ნარიშკინი აღნიშნავს, იმასაც, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის არსებული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება.
"შედარებით მოკლე ვადაში ხელი მოეწერა რიგ შეთანხმებებს, მათ შორის საბაზისო შეთანხმებას მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების თაობაზე", _ აცხადებს დუმის სპიკერი.
შეგახსნებთ, რომ ხვალ სეპარატისტულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.
მასალის გამოყენების პირობები