ოკუპირებულ აფხაზეთში ე ბრაკონიერეობის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალებს საქართველოს შესაბამისი უწყებები საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაუგზავნიან.
საქართველოსა და საერთაშორისო წითელ წიგნში შეტანილ, სახეობებზე ნადრობა კატეგორიულად აკრძალულია.
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ჩამოსული მონადირეები ძირითადად დაცულ ტერიტორიებსა და ნაკრძალებში ნადირობენ. კურიერის ექსკლუზიურ ვიდეომასალაში, რომელიც რუსმა მონადირეებმა თავად გადაიღეს, კარგად ჩანს, ის იარაღი, რომლითაც ისინი წითელ წიგნშ შეტანილ სახეობებს ანადგურებენ. დრაგუნოვის ტიპის შაშხანა 20-ზე მეტი ქვეყნის შეიარაღებაშია. ოკუპირებულ აფხაზეთში მონადირეების ჩაყვანას რუსული ტურისტული სააგენტოები უზრულეყოფენ.
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში უკანონო ნადირობაზე კონკრეტული ფაქტებიც აქვთ.