სეპარატისტულ აფხაზეთში 10 მარტს დაგეგმილ არჩევნებზე დამკვირვებლებად ნიკარაგუას, ვენესუელის, ტუვალუსა და წარმოუდგენელი ერებისა და ხალხების ორგანიზაციის დამკვირვებლები ჩავლენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით დღეს 7 მარტს სოხუმში ტუვალუს დელეგაცია ჩავა, რომელსაც ტუვალუს საგარეო საქმეთა მინისტრი ვილი ტელავი ხელმძღვანელობს. ვენესუელის დელეგაციას ნაციონალური ასამბლეის დეპუტატი და აფხაზეთისა და ვენესუელის ე.წ.პარლამენტთაშორისი ჯგუფის ხელმძღვანელი ორანხელ ლოპეს როდრიგესი უხელმძღვანელებს. ნიკარაგუას დელეგაციას კი რომელიც სოხუმში 8 მარტს ჩავა - უმაღლესი საამომრჩევლო საბჭოს მოსამართლე და მაგისტრი ხოსე ლუის ვიიავისენსიუ უხელმძღვანელებს.
9 მარტს აფხაზეთში წარმოუდგენელი ერებისა და ხალხების ორგანიზაციის თანამშრომელი, ამსტერდამის უნივერსიტეტის მასწავლებელი მარგარეტ გუსი ჩავა.
აფხაზური მხარე აღნიშმნავს, რომ აფხაზეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე დასასწრებად ეს დელეგაციები აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დაპატიჟა.