ტუვალუს საგარეო საქმეთა მინისტრი ვილი ტელავი დღეს სოხუმში ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სოხუმში მიმავალ ტუვალუს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამართა.
"ტუვალუს საგარეო საქმეთა მინისტრი სოხუმში აფხაზეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩადის", _ იუწყება რუსეთის საგარეო უწყება.
მათივე ინფორმაციით, სერგეი ლავროვთან შეხვედრისას მინისტრებმა იმ აქტუალურ საერთაშორისო საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც ორმხროვ ინტერესს წარმოადგენს.