ჯონდი ბაღათურია საქართველოს მთავარ პროკურორს "სახალხო ბანკთან" დაკავშირებით გამოძიების დაწყებას სთხოვს, კონტროლის პალტას კი საქმის შესწავლას. ეს მოთხოვნა ჯონდი ბაღათურიამ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე დააყენა.
როგორც ბაღათურიამ განაცხადა, ბანკმა პენსიონერებს პენისიის 5 თვიანი სესხის მიღებისას წლიური 36 % ჩამოაჭრა და პენსიონერებმა 450 ლარის ნაცვლად 350 ლარი მიიღეს, რაც, მისი შეფასებით, `წარმოუდგენლად მაღალი ციფრია.~
სწორედ ამიტომ, ბაღათურია სათანადო ორგანოების ამ საქმის შესწავლას სთხოვს. იგი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, `შეისწვლოს ეს ფაქტი და რამდენად კანონიერად განახორციელა ბანკმა პენსიონერებისთვის ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთის დაწესება მაშინ, როდესაც პენიონერებს სხვა ალტერნატივა არ გააჩნია, რადგან ბანკი სარგებლობს ამ მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლებით.~
ამასთან იგი კონტროლის პალატასაც სთხოვს, ამ საქმით დაინტერესდეს, ვინაიდან საკითხი ეხება ბიუჯეტის თანხებს.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის გუშინდელ რიგგარეშე სხდომაზე, ბაღათურიამ პარლამენტის ხელმძღვანელობას მოუწოდა, პენსიების გაცემასთან დაკავშირებით ,,სახალხო ბანკთან" გაფორმებული ხელშეკრულება გაააუქმოს და ახალი კონკურსი გამოაცხდოს, რათა პენსიონერებს ჰქონდეთ არჩევანი ბანკებს შორის.