სოხუმში საზღვარგარეთ მაცხოვრებელი აფხაზების მუზეუმი გაიხსნება. მუზეუმი ომარ ბეიგუაას სახელობის იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სწორედ საზღვარგარეთ მაცხოვრებელი აფხაზების მუზეუმის შექმნას ეძღვნებოდა თათბირი, რომელიც ე.წ. რეპატრიაციის კომიტეტში ჩატარდა.
"მუზეუმი სოხუმში ომარ ბეიგუაას ქუჩაზე ერთ ერთ სახლში გაიხსნება. ომარ ბეიგუაა კავკასიის ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, პოეტი, მეცნიერი და განმანათლებელი იყო. მისი წინაპრები თურქეთში სოხუმის რაიონის სოფელ აბჟაყვადან გადასახლდნენ", _ იუწყება აფხაზური მხარე.