აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ამომრჩევლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ თავისი ხმა ვლადიმერ პუტის მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
აფხაზეთში მდებარე ე.წ. რუსეთის საელჩოს ინფორმაციით, სულ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთის ტერიტორიაზე 74 135 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათგან 67 424 -მა ანუ 90,94 % თავისი ხმა ვლადიმერ პუტინს მისცა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად რუსეთის ცესკოს თავმჯდომარემ ვლადიმერ ჩუროვმა, წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით უკვე გამოაცხადა.