აფხაზი სეპარატისტები განმუხურში ქართულ საგუშაგოზე თავდასხმაში აფხაზურ კვალს კატეგორიულად გამორიცხავენ. ამის შესახებ ინფორმაციას "აპსი პრესი" გალის რაიონში ძალოვანი უწყების კოორდინატორ ლავრენტი მიკვაბიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, აფხაზური მხარე არანაირ კავშირში არ არის ამ ინციდენტთან, რომელიც ზუგდიდის რაიონ სოფლე განმუხურში მოხდა.
მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ დღეს, დილის 05:00 და 06:00 საათებზე ადგილობრივმა მოსახლეობა განმუხურის მიმართულებით ორი ფაქეთქების და ავტომატური იარაღიდან სრილის ხმა გაიგო.
"ვინც ისროლა საქართველოს ტერიტორიაზე უნდა მოძებნონ და არა აფხაზეთის", - ამტკიცებს მიკვაბია.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, 4 მარტს, 03:20 საათზე რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულმა დაახლოებით ექვსმა უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა ქართული პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით სოფელ განმუხურთან.
თავდასხმის დროს გამოყენებული იქნა ავტომატური იარაღი და "რპგ 7"-ის ტიპის ორი ყუმბარმტყორცნი. სროლამ დაახლოებით ათი წუთი გასტანა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდამსხმელები მიიმალნენ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს აღნიშნულ ქმედებას და მოუწოდებს რუსეთის საოკუპაციო ძალას აღკვეთოს და თავი შეიკავოს შეიარაღებული პროვოკაციებისგან.