აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი დარწმუნებულია, რომ "აფხაზეთი საკუთარ ხმას ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინს მისცემს". ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.
"აფხაზეთმა იცის როგორ გააკეთოს არჩევანი. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ აფხაზეთი ხმას ვალდიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინს აძლევს", - აცხადებს სეპარატისტთა ახალი ლიდერი.
ანქვაბის თქმით, მან კარგად იცის რა ხდება აფხაზეთში განლაგებულ საარჩევნო უბნებში.
"დილით დავრეკე ადმინისტრაციების ხელმძღვენელებთან, რომლებმაც ინფორმაცია მომაწოდეს როგორ მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცედურა", - აღნიშნა ანქვაბმა.
ამასთან, იგი გეგმავს, რომ პუტინს ხვალ დაურეკოს.
"მე სიამოვნებით მივეცი ხმა პუტინს. მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს და ეს გავაკეთე სრულიად გააზრებულად და დარწმუნებულმა", - ამტკიცებს ანქვაბი.
როგორც ცნობლია, რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩვენებთან დაკავშირებით საარჩევნო უბნები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ცხინვალის რეგინში და აფხაზეთშიც გაიხსნა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. რუსეთის პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძვიან: რუსეთის პრემიერ- მინისტრი ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმერ ჟირონოვსკი, რუსეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე გენადი ზიუგანოვი, პარტია "სპრავედლივაია როსიას" კანდიდატი სერგეი მირონოვი და ბიზნესმენი მიხაილ პროხოროვი.