ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი დავიდ სანაკოევმა "რუსეთის გაბრწყინებას" მისცა ხმა.
როგორც დღეს, ჟურნალისტებს სანაკოევმა რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა, მისთვის, როგორც რუსეთის მოქალაქისთვის ფედერაციის მომავალი "სულ ერთი არ არის".
"ჩვენთვის, როგორც რუსეთის მოქალქეებისთვის მისი სამომავლო ბედი სულ ერთი არ არის. ჩვენ შევასრულეთ ჩვენი მოქლაქეობროვი ვალი. ჩვენ ვართ რუსეთის კეთილდღეობისთვის, განვითარებასა და გაძლიერებისთვის. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი არჩევნები რუსეთის მომავალს განსაზღვრვას", - აღნიშნა ე.წ. სამხრეთ ოსეთოს ე.წ. პრეზიდენტოვის კანიდადტმა.
როგორც ცნობლია, რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩვენებთან დაკავშირებით საარჩევნო უბნები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთშიც გაიხსნა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. რუსეთის პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძვიან: რუსეთის პრემიერ- მინისტრი ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმერ ჟირონოვსკი, რუსეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე გენადი ზიუგანოვი, პარტია "სპრავედლივაია როსიას" კანდიდატი სერგეი მირონოვი და ბიზნესმენი მიხაილ პროხოროვი.