რუსეთის ფედერაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარებისათვის 5 მილიარდ რუბლს გამოყოფს. განცხადება ამის შესახებ, რუსეთის რუსეთის რეგიონული განვითარების მინისტრმა ვიქტორ ბასარგინმა გააკეთა.
მისივე ინფორმაციით, 2011 -2013 წლებში რუსეთმა სამხრეთ ოსეთისათვის დახმარების სახით 10 მილიარდი რუბლის გამოყოფა გაითვალისწინა.
"მიმდინარე წელს თუ არ ჩავთვლით იმ ნაწილს რომელიც გამოუყენებელი იყო 2011 წელს, პროგრამის რეალიზაციისათვის გახარჯული 5 მილიარდი რუბლი იქნება", _ განაცხადა ბასარგინმა.
მისივე თქმით, 2011 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღდგენისათვის გამოყოფილი იყო 3,8 მილიარდი. ყველა დანარჩენი დახმარება კი 2013 წელს გაიგზავნება.