ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა საავადმყოფოდან გუშინ უნდა გამოეწერათ თუმცა, ეს არ მოხდა. ჯიოევა თავს კვლავინდებურად პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და ცხინვალის საავადმყოფოში რჩება. ინფორმაციას ამის შესახებ "ეხო კავკაზა" ავრცელებს.
თავად ჯიოევას მეუღლე მელს ცხოვრებოვი აცხადებს, რომ მეუღლის საავადმყოფოდან გამოწარს იგი პარასკევს ელოდა, ვინადაინ სწორედ ასეთი ინფორმაცია ჰქონდა მას მიღებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლიდან გიორგი კაბულოვისგან, თუმცა ეს არ მოხდა. "თანაც შეიარაღებული ხალხი, რომელიც მის პალატასთან მორიგეობს ოპტიმიზმს ნამდვილად არ გვმატებს", _ აცხადებს ცხოვრებოვი.
ამავდროულად, ცხოვრებოვი არც იმას გამორიცხავს, რომ მისი მეუღლე გამოწერის შემდეგ დააპატიმრონ. "იმ პირობებში რა პირობებში ჩვენ გვიწევს ყოფნა გამორიცხული არაფერი არ არის და ყველაფერი შეიძლება მოხდეს", _ აცხადებს ცხოვრებოვი.