ოსი სეპარატისტების მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ე.წ. პრეზიდენტის რწმუნებული ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში დავიდ სანაკოევი ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო მარათობის გამოკითხვებში ლიდერობს.
სააგენტო "ოსინფომის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რომელშიც მონაწილეობა ათასზე მეტმა რესპოდენტმა მიიღო ცხადი გახდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ანუ 52, 89 % მზად არის არჩევნების დრს თავისი ხმა დავიდ სანაკოევს მისცეს. მეორე ადგილი ამ გამოკითხვაში რუსეთის ფედერაციაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ელჩს დიმიტრი მედოევს უჭირავს. მისადმი თავის სიმპატიას ყოველი მეხუთე გამოკითხული გამოხატავს. რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს ლეონიდ ტიბილოვს, მას გამოკითხილთა მხოლოდ 10 % უჭერს მხარს.
რეიტინგში ბოლო ადგოლზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი სტანისლავ კოჩიევია, მისადმი მხარდაჭერა გამოკითხულთა მხოლოდ 3,5 % დააფიქსირა.
ე.წ. განმეორებითი "საპრეზიდენტო არჩევნები ე.წ. სამხრეთ ოსეთში 25 მარტს უნდა გაიმაროს.