რუსეთმა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან "საქონლის ვაჭრობის რეჟიმის შესახებ" ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმება გააფორმა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნულ შეთახმებას მოსკოვში მიმდინარე ე.წ. მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე მოეწერა, რომელიც რუსეთის ფედერაციისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას სოციალ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხზე მიმდინარეობს.
სეპარატისტთა მხრიდან შეთანხმებას ხელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვადიმ ბროვცევმა მოაწერა, რუსეთის მხრიდან კი - რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ ალექსეი ლიხაჩოვმა.