საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში მერიტოკრატია მკვიდრდება. მისი თქმით, აღარ არსებობს ყალბი ელიტის მიერ უსამართლო, ჩაგვრითი მმართველობის განხორციელების მცდელობა.
" საქართველოში მკვიდრდება მერიტოკრატია და აღარ არსებობს ყალბი ელიტის მიერ უსამართლო, ჩაგვრითი მმართველობის განხორციელების მცდელობა კორუმპირებული კრეპტოკრატიის პირობებში. კიდევ კარგი, რომ ყველა კრეპტოკრატი თანდათან იკრიბება ერთად, რათა თავიდან გვანახონ თავისი სახეები. მათ ხშირად უნდა ანახონ თავისი თავი საზოგადოებას, რადგან საქართველო ლამაზი ქვეყანაა და მას არ უნდა მართავდნენ მუმიები. მმართველობაში უნდა იყოს ახალი თაობა, რომელიც ექნება გასხივოსნებული და გაბრწყინებული თვალები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას.
მისივე მტკიცებით, საქართველოს საქმე კარგად იმიტომაა, რომ ქვეყანა ზრდას განაგრძობს.
"ჩვენი საქმე კარგად სწორედ იმიტომ არის, რომ ჩვენ ვიზრდებით და ჩვენ შეგვნატრის მთელი რეგიონი. ჩვენ ვართ ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული, უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში, ყველაზე სწრაფად რეგიონში, ყველაზე ეფექტური სახელმწიფო აპარატის მქონე", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.