დღეს დილით აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის პირადი დაცვის მეორე წევრი თენგიზ პანდარია სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზურ მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა მოხდა. პისი პირადი დაცვის ერთი წევრი რემზიკ ცუგბა მიღებული ჭრილობებისაგან ადგილზე გარდაიცვალა. მეორე, თენგიზ პანდარია მრავალრიცხოვანი ჭრილობებით ამ დრომდე სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოში იმყოფებოდა. მას თავის ტვინის მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიღებული. თენგიზ პანდარიას რვა თვის ფეხმძიმე მეუღლე და ორი შვილი დარჩა.