აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა პოლიტიკურ საკითხებში ევროსაბჭოს გენერალური დირექტორატის მრჩევლებს როზარია პუბლიზისა და ტანია ვან ჯიკს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა პრესასთან გამოსვლა და კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
ვიჩესლავ ჩირიკბამ კი განაცხადა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლების ვიზიტი აფხაზეთში დაკავშირებულია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოხსენებასთან, რომელიც ამჟამად მზადდება და რეგიონში ჰუმანიტარულ სიტუაციას ეძღვნება.
"საქართველოსთან კონფლიქტი დარეგულირებული არ არის, არ არის გაფორმებული ოფიციალური შეთანხმება მშვიდობისა და ურიერთაღიარების შესახებ, ამიტომაც ჩვენთვის სულერთი არ არის თუ რა ეწერება ამ ანგარიშში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იქ აფხაზური მხარის პოზიციაც იქნეს დაფიქსირებული", _ აცხადებს ჩირიკბა.