"სოხუმის" ნაცვლად "სუხუმ", "გალის" ნაცვლად "გალ" - მოითხოვენ აფხაზი სეპარატისტები. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ამიერიდან ეს უწყება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოგზავნილ წერილებს არ განიხილავს იმ შემთხვევაში თუ მათში არასწორად იქნება მოხსენიებული აფხაზეთის ქალაქებისა და სოფლების სახელწოდებები. განცხადება ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიცაესლავ ჩირიკბამ გააკეთა.
"ჩვენ უკვე გავაგზავნეთ წერილები სხვა და სხვა ორგანიზაციებში, რომლებიც ჩვენთან მიმოწერას ახორციელებენ. წერილში ნათქვამია, რომ ჩვენ არ განვიხილავთ იმ წერილებს სადაც სუხუმ -ის ნაცვლად ეწერება სოხუმი, გალ-ის ნაცვლად ეწერება გალი და ა.შ", _ აცხადებს ჩირიკბა.
ამასთან ერთად ჩირიკბა ასევე აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე გააგზავნის წერილებს რუსეთის ფედერაციის ყველა საინფორმაციო სააგენტოში, რომლებიც აფხაზეთის ქალაქებისა და სოფლების სახელწოდებებს ჯერაც ქართული ტრანკსრიპციით წერენ.