აფხაზი პოეტი, მწერალი და მეცნიერი ბორის გურგულია სოფელ ტამიშთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბორის გურგულიას მსუბუქმა ავტომობილმა დაარტყა, მაშინ, როდესაც იგი სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოვიდა და გზის გადასვლას ცდილობდა.
ბორის გურგულია "ახიდ-აპშას" (ღირსება და პატივი) ე.წ. ორდენის კავალერი და აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო.