აფხაზი სეპარატისტები, კერდოდ კი მათი ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო დამასკოში თავის წარმომადგენელს აგზავნიან იმისათვის რათა მან სირიაში მაცხოვრებელი აფხაზი წარმოშობის მოქალაქეებს "ისტორიულ სამშობლოში" დაბრუნების პროცესში ხელი შეუწყოს და ამ პროცესთან დაკავშირებული ყველა აუციელებელი პროცედურა ადგილზევე მოაგვაროს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"უახლოეს დროში აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიის არაბულ რესპუბლიკაში თავის თანამშრომელს გააგზავნის იმისათვის რათა მან თანამემამულეების დაბრუნების პროცესთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელოს", _ ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე არაერთი ოფიციალური განცხადება გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ მზადაა სირუაში მაცხოვრებელი აფხაზი ეროვნების "თანამემამულეების" "ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას" ხელი შეუწყოს.
მიმდინარე წლის 22 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირიიდან აფხაზეთში ორი აფხაზი უკვე "დაბრუნდა". ნიშან ვანაჩა და შამილ მარშანი - ეს ის აფხაზები არიან, რომლებმაც "ისტორიულ სამშობლოში" დაბრუნება გადაწყვიტეს და გააკეთეს განცხადება, რომ მალე აფხაზეთში თავიანი ოჯახის წევრებსაც ჩამოიყვანენ.
ნიშან ვანაჩა არქიტექტორია, შამილ მარშანმა კი ინდუსტრიული კოლეჯი საამთავრა. ამჟამად ისინი სოხუმში დასასვენებელ სახლ "აფხაზიაში" ცხოვრობენ. ნიშან ვანაჩას განცხადებით იგი იმისათვის დაბრუნდა აფხაზეთში, რომ მთელი მისი ოჯახისათვის დაბრუნების საფუძველი მოამზადოს. მისივე თქმით, მალე აფხაზეთში ჩამოსვლას ასევე გეგმავს მისი ორი ძმიშვილი.