"მიუხედავად დეკლარირებული მიზნისა - "დაიახლოვოს" აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები - ევროკავშირის მხოლოდ იშორებს მათ თავისი დისკრიმინაციური სავიზო პოლიტიკით", _ ნათქვამია სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ამ უწყებამ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ სამხრეთ კავკასიის მიმართ მიღებული დადგენილების საპასუხოდ გაავრცელა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება სინანულს გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ "ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმებიან არაეფექტურ და პოლიტიზებულ ქართულ სტრატეგიას, რომელიც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ჩართულობას ისახავს მიზნად".
აფხაზი სეპარატისტები აცხადებენ, რომ ვიდრე ევროპული სტრატეგია "თანამშრომლობა აღიარების გარეშე" საქმით "მაქსიმუმ აუღიარებლობის და მინიმუმ თანამშრომლობის" მაუწყებელი იქნება, აფხაზურ საზოგადოებაში, აფხაზეთთან მიმართებაში, ნებისმიერი ევროპული ინიციატივის მხარდაჭერის დონე უკიდურესად დაბალი იქნება.