ამერიკულმა კომპანიამ კიბოს წინააღმდეგ ახალი წამალი შეიმუშავა, რომელიც სიმსივნის ზრდას აფერხებს და ასევე მეტასტაზების წარმოქმნას უშლის ხელს. კომპანია Exelixis მიერ გამოშვებული პრეპარატის, კაბოზატინიბის (kabozatiniba) ეფექტურობა შეაფასა სან-ფრანცისკოში კალიფორნიის უნივერსიტეტის სპეციალისტთა ჯგუფმა დონალდ მაკდონალდის ხელმძღვანელობით.
მაკდონალდმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები ლაბორატორიულ თაგვებზე, რომლებსაც ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდათ. 14,5 კვირის მღრღნელები კაბოზატინიბს იღებდნენ, ხოლო მეორე ნაწილი - პლაცებოს. შედეგად, 20-კვირიან ასაკს მიაღწიეს მხოლოდ ცხოველებმა პირველი ჯგუფიდან.
ამის შემდეგ ჩატარდა ახალი პრეპარატის კლინიკური გამოცდა 108 მამაკაცის მონაწილეობით, რომლებიც იტანჯებოდნენ წინამდებარე ჯირკვლის კიბოთი და ძვლის ქსოვილის მეტასტაზებით. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ პაციენტების 82%-ს ძვლის მეორადი სიმსივნე ზომებში შეუმცირდა ან სრულად გაუქრა.
სიმსივნური ზომების გაზრდა მხოლოდ ერთ პაციენტში დაფიქსირდა. გარდა ამისა, პაციენტთა 2/3-ის განცხადებით, მათ ავადმყოფობით გამოწვეული ტკივილები შეუმცირდათ.
ამჟამად, Exelixis ემზადება ახალი პრეპარატის შემდგომი კლინიკური გამოცდისთვის. პრეპარატის ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს შეაფასებს 246 ავადმყოფისგან შემდგარი ჯგუფი. კაბოზატინიბის გავლენას სიცოცხლის ხანგრძლივობაზე შეისწავლიან ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული 960 პაციენტის მონაწილეობით.