გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა დასრულდა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა შეხვედრაზეკიდევ ერთხელ უარყვეს ბერმონაზონ იონას აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოფნა.
"აფხაზურმა მხარემ შეხვედრაზე ასევე დააყენა დაკავებული აფხაზეთის მოქალაქეების ყოლბაიასა და ხასაიას საკითხები და მათთვის დამოუკიდებელი ადვოკატების დანიშვნა მოითხოვა. ქართულმა მხარემ ამაზე განაცხადა, რომ ყოლბაიას ნებისმიერი ადვოკატის აყვანის უფლება აქვს და იმ შემთხვევაში თუ მისი მხრიდა ადვოკატი წერილობით იქნება მოთხოვნილი ეს საკითხი დადებითად გადაწყდება", _ იუწყება აფხაზური მხარე.
ამას გარდა, მათივე ინფორმაციით, აფხაზურმა მხარემ აღნიშნა, რომ 18 და 22 თებერვალს "აფხაზეთის ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულებში ეჭვმიტანილი საქართველოს ტერიტორიაზე დაიმალა. ამაზე ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აფხაზურ მხარეს ინფორმაციას მომავალ შეხვედრაზე მიაწვდის".
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა გალში 23 მარტს გაიმართება.